რა დღეში ხართ? არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი – გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას

‘რა დღეში ხართ? არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი”- ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

“თქვენ აბსოლუტურად აცდით რეალობას და დღის წესრიგს. ძალიან სამწუხაროა. სიმართლე გითხრათ, აღარ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენი კოლეგები კითხვას დასვამენ კონკრეტული ადამიანების წინაშე, თუ რას აპირებენ და როგორ აპირებენ მართონ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქი. ის, რაც ირაკლი ნადირაძემ მოახერხა, ვერც ერთი თქვენი კოლეგა ვეღარ მოახერხებს. არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი, არ გექნებათ სურვილი გაგრძელების, კარგად ბრძანდებოდეთ”, – მიმართა ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.