”რა ღონისძიებები გაატარა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის შექმნის შემდეგ” – დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართავს.
”ბატონო შალვა,
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის №339 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებასთან
დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებასა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელ შესაბამის ღონისძიებებს.
მთავრობის დადგენილების მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარულად საქართველოს პარლამენტისთვის უნდა წარედგინათ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე. ასევე საქართველოს ეროვნული ბანკს უნდა დავალებოდა აღსრულების შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის.
შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით მომაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1. წარედგინებოდა თუ არა აღსრულების შესახებ ანგარიშები საქართველოს პარლამენტს?
2. გთხოვთ მომაწოდოთ ანგარიშები 2018 წლიდან დღემდე,” – წერს თეონა აქუბარდია.