„წელს ჩვენი სლოგანი იქნება მშვიდობის ქალაქი. მშვიდობა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი პირველი რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს, ეს არის მშვიდობა.
თუმცა მინდა ერთ საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოვეხმაურო. ესე იგი, საკმარისია, ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ ან თუნდაც საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, იწყება შეურაცხყოფის მიყენება, შეურაცხყოფა, არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა“
აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.