“რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ”

განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.