“ხმა მივეცი განვითარებას, იმას რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა შემოვხაზე კახა კალაძე – 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რომელიც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან გაგრძელდეს… დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. ყველა მუნიციპალიტეტში ქართულ ოცნებას აქვს დიდი თანადგომა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. კარგად ვხედავთ მეორე მხარეს რა არის და რა განსხვავებაა ჩვენსა და მათს შორის”

თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.