უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინულ მებრძოლებს ესაჭიროებათ საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები, რათა “ცა დაიხურონ“.
მისი თქმით, უკრაინა მადლიერია მთელი მსოფლიოს ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, სანქციებით ზეწოლისთვის ტერორისტულ სახელმწიფოზე, სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის – იარაღისთვის, რომელიც უკვე ანადგურებს ოკუპანტების აღჭურვილობას.
„ჩვენ ვურტყამთ, ვურტყამთ და დავარტყმებთ მტერს იმ ტექნიკით, რაც გვაქვს. მაგრამ იმისათვის, რომ საჰაერო ძალებმა დამოუკიდებლად დაკეტონ ცა უკრაინის თავზე, მხოლოდ პარტნიორების მიერ მოწოდებული Stinger და Starstreak MANPADS საკმარისი არ არის. ეს არის პორტატული მოკლე დისტანციური სისტემები, რომლებიც, პირველ რიგში, შექმნილია დაბალი სიმაღლის სამიზნეების განადგურებისთვის, როგორიცაა ვერტმფრენები“, – განმარტა ოლეშჩუკმა.
მისი შეფასებით, MANPADS-ის სისტემბით შეუძლებელია ოკუპანტების თვითმფრინავების ჩამოგდება, რომლებიც ბომბებს უკრაინის ქალაქებზე ყრიან 8 და მეტი კილომეტრის სიმაღლიდან.
„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემები საჰაერო სივრცის ეფექტური საზენიტო-სარაკეტო დაფარვისთვის. ასევე, თანამედროვე გამანადგურებლები სახელმწიფო საჰაერო თავდაცვის სისტემაში“, – თქვა ოლეშჩუკმა.