რა იწვევს ხანძრებს რუსეთის ქალაქებში – არესტოვიჩის მოსაზრება

უკრაინსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ეხმაურება რუსეთის ქალაქებში ბოლო დღეებში გაჩენილ ხანძრებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებაზე მიუთითებდეს.

„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურისკში სამხედრო ბაზა იწვის, ხანძარია სამხედრო კომისარიატებში, სამხედრო უნივერსიტეტებში, რამდენიმე საწყობში, გუბერნატორების სახლებში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. ეს განსაკუთრებით ეხება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს – ხალხს არ სურს იქ მისვლა და ამას ხელს უშლის“, – აცხადებს არესტოვიჩი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში ინახება წვევამდელებისა და რეზერვისტების პერსონალური მონაცემები.

ცნობისთვის, 25 აპრილის ღამეს რუსეთის ქალაქ ბრაიანსკში ნავთობის საწყობს ხანძარი გაუჩნდა. ასევე, ხანძარის შედეგად დაიწვა სამხედრო ავიაბაზაზე უსურისკში. 21 აპრილს ქალაქ ტვერში დაიწვა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარების ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის შენობა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.