“რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი?
პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასვეე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?!
მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს”
ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარიათ.