“დღევანდელი მმართველი ძალა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვაბრუნებს წარსულში მაშინ როდესაც ისინი იყენებენ ზუსტად იმ მეთოდებს, რომლითაც თვითონ იყვნენ უკმაყოფილონი და როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებას სამართლიანობის ძირითადი ლოზუნგით. დღეს ვხედავთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული ოცნება უაღრესად ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას.

ისმის კითხვა – რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის, ქართული ოცნება თავისი უსუსურობით დააბრუნებს ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას, თუ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც ნაცმოძრაობა იყენებდა 2011–2012 წლებში? ჩადებებს, დაშინებებს, ზეწოლებს, ოჯახის წევრებზე მუქარებს.

მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ქვეყანამ ბევრ წარმატებას მიაღწია. ქართულ ოცნებაში ბევრი ღირსეული ყოფილი თანამებრძოლია დარჩენილი”

განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ აჭარაში მერობის კანდიდატების წარდგენისას.