რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს თუ ბერი, ძალადობა მიუღებელია – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება თავკვეთულას მონასტერში ბერი იოანეს მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას. მისი თქმით, ძალადობა ნებისმიერი ადამიანისგან მიუღებელია.

“რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი ძალადობს თუ უბრალოდ, რიგითი მოქალაქე ძალადობს. ძალადობა არის თვითონ კატეგორიულად მიუღებელი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, როგორც ფიზიკური ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობა … ამის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე, განვითარებაზე, სიმშვიდესა და სტაბილურობაზე”, — განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავკვეთულას მონასტრის ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ საკითხზე დღეს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ბერის ქცევას “გარკვეული გადაცდომა” უწოდა.