„რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?!”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში ისაუბრა, და NDI-ის კვლევას გამოეხმაურა, მისი თქმით, საზგოადოებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორამციის ნაკლებობა აქვს, მოსახლეობა ექიმებს ენდობა, თუმცა მათმა ნაწილი ვაქცინაციაზე უარი თქმა და საზოგადოებაც აცრისგან თავს იკავებს.
“ჩემი აზრით, ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. სადაც არის ინფორმაციის ნაკლებობა, იქ სხვა ალტერნატიული ინფორმაცია ჩნდება. NDI-ის გამოკითხვა ჩემთვის ძალიან საგულისხმოა. კითხვაზე, ვინ არ ენდობა ყველაზე მეტად ვაქცინას და საიდან იღებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანების ამბობს, რომ ინფორმაციას იღებს facebook-დან და ტელევიზიიდან. ამავე დროს არ არსებობს აგრესიული კამპანია, რომ ეს ინფორმაცია სწორით ჩანაცვლდეს. ამავე კვლევაში მოსახლეობის 74% ამბობს, რომ ენდობა ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის გაკეთების შესახებ და როდესაც ჩემმა კოლეგებმა არ გაიკეთეს ვაქცინა, რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?!თუ ჩვენ ვაქცინაციის პროცესში არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, ჩვენი უკუსვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ისრაელის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შემთხვევების რაოდენობა 90%-ით არის შემცირებული, 85%-ით არის შემცვირებული სიკვდილობა და 2020 წლის ივლისის მერე ყველაზე დაბალი ციფრები აქვთ ყოველდღიური ავადობის საშუალო 7 დღის მაჩვენებლით. ნებისმიერი ვაქცინის კვლევა ხანგრძლივად გრძელდება და ამ კომპანიებს კვლევის პროცესში დათქმული აქვთ, რომ 2 წელი უნდა დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში იკვლევდნენ. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ვაქცინას სარგებელი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე – ზიანი”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში.