რა მოხდება, თუ უცებ შევწყვეტთ ყავის სმას: როგორ დავძლიოთ სურვილი და როგორ იმოქმედებს ეს ჯანმრთელობაზე

შეგიმჩნევიათ ყავაზე უცნაური დამოკიდებულება? ხანდახან ცხელი, გამამხნევებელი სასმელის სურვილი დაუძლეველია. რა მოხდება, თუ ყავაზე უარს ვიტყვით და რამდენად ადვილია ამ სასმელზე დამოკიდებულების დაძლევა?

ბევრმა არ იცის, რა იქნება, თუ უცებ შეწყვეტს  ყავის სმას. როდესაც უცებ უარს ვამბობთ ყავაზე, ჩვენი ორგანიზმი ადრენალინის და დოფამინის უკმარისობას განიცდის.

შეიძლება თუ არა ადვილად შევწყვიტოთ ყავის სმა? შეიძლება, თუმცა ეს ბევრს შეიძლება რთულ ამოცანად მოეჩვენოს. თავიდან ამან შეიძლება თავის ტკივილიც გამოიწვიოს. ადრენალინის ნაცვლად ორგანიზმი ადენოზინის გამოყოფას იწყებს. ეს არის დაღლილობის ჰორმონი. ამიტომაც, ყავის სმას თანდათანობით უნდა გადავეჩვიოთ. ერთბაშად არ ღირს.

როგორ უნდა ვთქვათ უარი ყავაზე.

თუ არ იცით, როგორ გადაეჩვიოთ  ყავის სმას, ეცადეთ ეს თანდათანობით გააკეთოთ. თანდათან შეამცირეთ დოზირება. მაგალითად, დილით მომზადებული ყავის მინიმუმ ნახევარი გადაღვარეთ და დარჩენილ ნაწილს წყალი დაამატებთ. თქვენი ორგანიზმი კოფეინს მიიღებს, თუმცა არა დიდი რაოდენობით.

ამის შემდეგ თანდათანობით გაზარდეთ გადაღვრილი ყავის რაოდენობა და ის წყლით შეავსეთ.

ასევე შეიძლება გადაეჩვიოთ ყავას რძით. თუმცა, ამ შემთხვევაში სასმელს წყლის ნაცვლად მეტი რძე დაუმატეთ.

რამდენ ხანს გრძელდება ყავის სმის შეწყვეტის შემდეგ მისი დალევის დაუძლეველი სურვილი?

ყავაზე უარის თქმა, სამწუხაროდ მართლაც იწვევს იმ ხარისხის ნდომას, რომ გაძლება რთულია. სლენგით ამას ჩვენთან “ლომკას“ უწოდებენ, მეცნიერულად კი აბსტინენცია ქვია. მზად იყავით და წინასწარ გაიაზრეთ, რამდენ ხანს გრძელდება ყავის დაუძლეველი ნდომა. ძლიერი სურვილი მიიღოთ სითხე კოფეინით, ზუსტად 12 საათის შემდეგ დგება იქიდან, რაც ორგანიზმმა ბოლოჯერ მიიღო “ყავის დოზა“.

კოფეინი, უფრო სწორად მისი არარსებობა საკმაოდ მძიმე შეგრძნებებს იწვევს და ეს დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება. ამ დღეებში შეიძლება გქონდეთ დაღლილობის შეგრძნება და ცუდი განწყობა. ყავის ნდომა შეიძლება აუტანელი აღმოჩნდეს. ასევე, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყავის გარეშე მუშაობა უფრო რთულია. თუმცა, ყველაფერი გაივლის. ყავაზი უარის თქმა და მისი ნდომით გამოწვეული დისკომფორტი საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ თქვენი ორგანიზმი ბევრად უკეთესად იმუშავებს.

რა მოხდება, თუ მთლიანად უარს ვიტყვით ყავაზე

ყავაზე მთლიანად უარის თქმა გამოიწვევს იმას, რომ უკეთესი ძილი გექნებათ, დილით კი მეტი ენერგია.  გარდა ამისა, კოფეინდამოკიდებულებისგან სრული “განკურნება“ დადებითად აისახება ღვიძლის მუშაობაზე და ლიბოდოს მომატებასაც კი გამოიწვევს. ქალები ხშირად აღიარებენ, რომ ყავაზე უარის თქმის შემდეგ მათ მართლაც სრულიად განსხვავებული შეგრძნებები აქვთ.

კოფეინზე უარის თქმის შემდეგ ხშირია წონაში დაკლების შემთხვევებიც. ბევრს ხომ ყავა უშაქროდ ვერც კი წარმოუდგენია, ყავის ბევრი სახეობა–კაპუჩინო, ლატე და ა.შ. კი საკმაოდ კალორიულია.

ყავაზე უარის თქმა გარეგნობაზეც დადებითად აისახება. ასეთი სასმელების მიღებისას ორგანიზმში ზედმეტი რაოდენობით გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ცუდად მოქმედებს კანზე და დაბერების პროცესს აჩქარებს. ასე რომ, ყავაზე უარის თქმას ეს დადებითი შედეგიც აქვს.