“რა მოხდება, რო ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!” – კახაძე ამნისტიაზე

“რა მოხდება, რო ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!” – ამ კითხვით, “ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ, ანრი ოხანაშვილს მიმართა. კახაძის თქმით, კანონპროექტში როგორი ცვლილებაც არ უნდა შევიდეს, მას მეორე მხარე მხარს არ დაუჭერს

“როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს ახლა ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, დამერწმუნეთ, არ იქნება, ეს გამოცდილება არსებობს და მერე იქნება სალაპარაკო ტელევიზიებში და ქუჩაში იქნება მოწოდება, ამიტომ ასეთი შეკითხვა მაქვს, რა მოხდება, რო ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!”,-თქვა ლადო კახაძემ.