‘აბსურდულის და წინააღმდეგობრივის კომბინაცია ანუ სიურეალიზმი ქართულ პოლიტიკაში.
არჩევნები “გაუქმდა“ და „გაყალბდა“ გამოაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში და მერიაში კუთვნილი ადგილების დასაკავებლად ემზადება.
ამის საპირისპიროდ კი, პარლამენტში დეპუტატებს მოუწოდებს დატოვონ პარლამენტი (რომლის არჩევნებიც არ ყოფილა), რადგან არჩევნები “ გაუქმდა“ და “ გაყალბდა“, ოღონდ ამ „გაყალბებას “ და „გაუქმებას“ თვითმმართველობის დონეზე არ აღიარებენ და ადგილების დაკავებით არჩევნებს სრულ ლეგიტიმაციას სძენენ.
ანა წითლიძის და ნონა მამულაშვილის ჯინი თუ გჭირთ არ ვიცი, მაგრამ, გასაკვირია რა ნამუსით სთხოვთ თქვენს დეპუტატებს პარლამენტიდან გამოსვლას, როცა საკრებულოებში თავქუდმოგლეჯილები შერბიხართ, იმ არჩევნების საფუძველზე რომელიც, „გაუქმდა“ და „გაყალბდა“
წერს პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი Facebook-ზე.