“რა ნამუსით შემოდის ენმ პარლამენტში?”- განაცხადა პარტია მოქალაქეების ერთერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
”ნაციონალური მოძრაობა რატომ შემოდის პარლამენტში? რის ფასად შემოდის? მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას ჩვენს ვახორციელებთ, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, რატომ შემოდის? თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებები? თუ ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან? ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ? ხომ არიან ღირსები, რომ ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ… დაეტიონ იმ ქუჩაში და ირბინონ სააკაშვილთან, აბარონ ანგარიშები და იქ კიევში, რაც უნდათ ის მოაწყონ, თავისთვის პარლამენტი მოიწყონ. რა ნამუსით შემოდიან, რა სინდისით? თვალებში ჩვენ როგორ უნდა ჩაგვხედონ?” – განაცხადა ელისაშვილმა.