“რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი”- ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დმანისში ოპოზიციურ კანდიდატსა და მის მხარდამჭერებზე თავდასხმას.
“რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა… როდესაც ადგილი აქვს ექსცესს და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა. ეს არის პირველი შემთხვევა ამ 3-თვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, და უბედურებაზე – რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.