რა პოზიციასა და ოპოზიციას შორის დიალოგზე შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” საკუთარი მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს აპირებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებთ რომ უჩივლოთ.”- ასე მიმართა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა მმართველ გუნდს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“დღეს რომ წავიკითხე “ქართული ოცნების” განცხადება, რაღაცნაირად ხელები ჩამომივარდა და ახლაც რომ მოგისმინეთ, ასევე ძალიან პესიმისტურ განწყოვაზე ვარ. რა პოზიციასა და ოპოზიციას შორის დიალოგზეა შეიძლება იყოს საუბარი მაშინ როდესაც “ქართული ოცნება” საკუთარი მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს აპირებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებთ რომ უჩივლოთ. გამოსავალი რა შეიძლება იყოს. აქ არავინ არ მისმენთ, კოლეგებიც ცოტანი არიან და მხოლოდ ამომრჩევლისთვის ვსაუბრობ და ვფიქრობ ამომრჩეველში დიდია სურვილია გაიგონ პასუხები იმ კითხვებზე რომელიც ნიშნავს პოლარიზაციის დასრულებას. ერთადერთი თქვენი კი არა, რეალურად თქვენი ამომრჩევლის იმედი მაქვს რომ რაღაც მომენტში დაინახავს რომ ორივენი საოცრად არასწორ რაღაცას აკეთებთ და ბოლობოლო ჩვენ მოგვაქცევს ყურადღებას, სხვა არვიცი რა უნდა ვთქვა შეშინებული ვარ. ” – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.