რა რაოდენობის და რომელი იარაღები მიიღო უკრაინამ აშშ-სგან – პენტაგონი სიას აქვეყნებს 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო  აქვეყნებს, იმ შეიარაღების ჩამონათვალს რომლითაც უკრაინას რუსეთთან ომში ეხმარება.  პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარება 4.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ თანხიდან დაახლოებით 3.8 მილიარდის დახმარება უკრაინამ მიიღო 24 თებერვლიდან, რუსეთის შეჭრის შემდეგ.

1400-ზე მეტი საზენიტო „სისტემა სინგერი“

5500-ზე მეტი ჯაველინი

14 000-ზე მეტი ჯავშანტექნიკის სხვა სისტემა

700-ზე მეტი ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Switchblade

200 000-ზე მეტი 155მმ-იანი საარტილერიო ტყვია

72 ტაქტიკური მანქანა Howitzers

16 ერთეული Mi-17 ვერტმფრენი

ასობით ჯავშანტექნიკა, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა

200 M113 ჯავშანტრანსპორტიორი

7 000-ზე მეტი მცირე იარაღი

50 000 000-მეტი ტყვია

75 000-ზე მეტი ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი­სა და ჩაფხუტის კომპლექტი

121 უპილოტო საფრენი აპარატი Phoenix

ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემა

Puma-ს უპილოტო საფრენი აპარატი

სანაპირო თავდაცვის გემები

17 ერთეული კონტრსაარტილერიო რა­და­რი

კონ­ტრ-ნაღმტყორ­ცნე­ბის ოთხი რა­და­რი

ორი საჰაერო სათვალთვალო რა­და­რი

ღა­მის ხედვის მოწყობილობები.

„ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მიაწოდოს უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა თავდაცვისთვის“, – ნათქვამია  გავრცელებულ განცხადებაში.