კომპანია “მაქსიმის” სპეციალისტებმა გააანალიზეს მომხმარებელთა მიმართვები ტაქსში დარჩენილი ნივთების შესახებ და შეადგინეს ავტომობილის სალონში ყველაზე ხშირად ნაპოვნი ნივთების ტოპ ათეული.
დავიწყებული ნივთების რეიტინგში ლიდერობს ტელეფონი, რომელიც შემთხვევების 33%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა დაკარგული საფულეები – 15,5%. შემთხვევების 10%-ში გასაღებები ავიწყდებოდათ. ლიდერების ხუთეულს ასრულებს ჩანთები და დოკუმენტები თანაბარი წილით — 6% თითოეული. მგზავრებს ასევე ხშირად რჩებათ სათვალეები (4,8%), პლასტიკური ბარათები (2,4%), ტანსაცმელი (2,4%), ქოლგები (2,1%) და ყურსასმენები (2,1%).
იშვიათ და უჩვეულო აღმოჩენებს შორის იყო ჭაღი, მაგიდის ფეხი, გასაშლელი ქანჩის გასაღები, ცეკვის ფეხსაცმელი, ასევე სტომატოლოგიური და სამშენებლო მასალები.
აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ყველაზე აქტიურად მგზავრებს ახსენდებოდათ დაკარგული ნივთები და უკავშირდებოდნენ მხარდაჭერის სამსახურს დღის 11 საათიდან 14 საათამდე. შემთხვევათა 63%-ში ნივთები მართლაც დაავიწყდათ მანქანაში, შემდეგ კი დაუბრუნდათ მათ მფლობელებს. დანარჩენ შემთხვევებში, როგორც აღმოჩნდა, მგზავრებს ნივთები სხვაგან დარჩათ.