“პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ, მასთან გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, დღეს პარლამენტის წევრებს შეგვეზღუდა უფლება მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი[…] ხელისუფლებამ უსაფრთხოების ე.წ. ზომები დაუწესა პარლამენტარებს და მისი ოჯახის წევრებს და მინდა, ვკითხო ხელისუფლებას რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ხელისუფლებისთვის, ან ედვად სააკაშვილი ხელისუფლებისთვის, რომლებიც მიდია, რომ მოინახულონ ადამიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ – მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მეგობრები?!”

თქვა ფრაქცია “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების მონახულების შეზდუდვაზე ისაუბრა.