ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე იმ შეიარაღებების შესახებ წერს, რომელსაც უკრაინული არმია შემდეგი 3 კვირის განმავლობაში პარტნიორებისგან მიიღებს.
”პოლონეთი უკრაინას 700 მილიონ ევროს ღირებულების დაახლოებით 60 ერთეულ AHS Krab-ის 155მმ თვითმავალ საარტილერიო სისტემებს გაუგზავნის, საცეცხლე დაფარვის დიაპაზონი 30-40კმ. მანამდე პოლონეთმა 18 ერთეული Krab-ი უკვე გადასხა უკრაინის არმიას…
ამერიკა გადასცემს 4 ერთეულ Himars(High mobility artilery rocket systems) უმართავ და GMLRS-ისა და M31-ის მართვად რაკეტებთან ერთად საცეცხლე დაფარვის რადიუსი 70-90 კმ.
ამერიკის მიერ დამტკიცებულ 700 მილიონიან ახალ სამხედრო პაკეტში შედის სხვადასხვა ტიპის შეარაღება: კონტრბატარეული რადარები, სატრანსპორტო Mi-17 შვეულმფრენები, Stigner-ები, javelen-ები…
გერმანია აპირებს გადასცეს უკრაინის არმიას Mars II იგივე MLRS-E მრავალფუნქციურ სარაკეტო სისტემები, ეს არის ამერიკული M270-ების ღრმა მოდიფიკაცია მუხლუხოიანი შასით, აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ გერმანიას არ ესაჭირეობა თანხმობა ამერიკისაგან რადგან მას აქვს ლიცენზია ამ შეარაღების წარმოებაზე დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, ასევე შოლცის მთავრობის განცხადებით აპირებენ გადასცენ უკრაინას საჰერო თავდცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექესბს IRIS-T…
დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს ამერიკულ M270 MLRS მრავალფუნქციურ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს(უცნობია რაოდენობა)
ტრანსფერი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე დაადასტურა თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ელოდებიან თანხმობას…
”ეს მაღალი ხარისხის მრავალფუნქციური სარაკეტო გამშვები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორი დისტანციური არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების განადგურებისთვის“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მძლავრ MQ-1C Grey Eagle დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, წერს Reuters. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ აპრილში გააკეთა…
MQ-1C დაახლოებით სამჯერ აღემატება Bayraktar-TB2-ს, შესაბამისი უპირატესობებით დატვირთვას, დიაპაზონსა და გამძლეობას.
მას შეუძლია დამოუკიდებლად იფრინოს 30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მისიების მიხედვით და შეაგროვოს დიდი რაოდენობით მონაცემები სადაზვერვო მიზნებისთვის.
?15 ივნის დაგეგმილია რამშტეინ-3 -ის შეხვედრა უკრაინის მოკავშირე 40 ქვეყნის თავდაცვის წარმომადგენლებს შორის შესაბამისად შესაძლოა შეიცვალოს შეარაღების მოცულობა და ამ ჩამონათვალს დაემატოს სხვადასხვა ტიპის შეარაღება…
?ივნისის თვის ბოლომდე ჩატარდება NATO-ს მადრიდის სამიტი, დაგეგმილია უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიღება, სადაც მთავარ გამოწვევად და საფრთხედ რუსეთი იქნება დასახელებული…
ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ფორმაცია აქტიურ ფაზაში შევიდა…” -წერს შავაძე.