რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?! მან მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავცელებულ ვიდეომიმართვას.
„მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და მან ძალიან დაღალა უკვე საზოგადოება. რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?! მან მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.