იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საანგებო მდგომარეობის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული აქვს, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე ავტომანქანით დააფიქსირეს. მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ მხოლოდ იმ მანქანებს აქვთ მოძრაობის უფლება, რომლებზეც სპეციალური საშვები გაიცემა, კონკრეტული საქმიანობის გამო. რა სტატუსით მიიღო ოთარ ფარცხალაძემ საშვი, უცნობია.
თითქმის ცარიელ რუსთაველის გამზირზე ოთარ ფარცხალაძე შავი “რეინჯ-როვერით” გადაადგილდებოდა. ავტომობილს ის თავად მართავდა, გვერდით კი კიდევ ერთი მგზავრი ეჯდა რომელიც ასევე კანონ დარღრვევაა და 3000 ლარის ოდნეობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ვიდეო საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო, როდესაც შავი მანქანა გაჩერდა, ოთარ ფარცხალაძეს დაბურული მინა უკვე ამოწეული ჰქონდა.
“ფარცხალაძე “ნარუშილოვკით” ალბათ დისტრიბუტორია ან ექიმი”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.