”19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს და მითითება არის არალევანტური. ყველა პრეტენზიის მისამართი არის ოპოზიცია. რაც შეეხება ტირანიას, რა ტირანიაზეა საუბარი, როცა 14 პარტიაა პარლამენტში. ტირანია როცა იყო, ვიცით. კონტექსტი იყო, რომ თუ 2, 3 პარტია იქნება პარლამენტში, ეს იქნება ტირანია. თუმცა, ეს ასე არ არის, ამერიკაში 2 პარტიაა, როგორც ვიცით”
ასე ეხმაურება, ,,ქართული ოცნების” პრესსპიკერრი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ “ერთი პარტია როცა მართავს ყველაფერს, უმრავლესობის ტირანიის რისკი იქმნება”.