კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს – არა. ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
”მთლიანობაში, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოს აქვს საფუძველი მიაღწიოს ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც დემოკრატიის გარანტია იქნება, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების უფლებების პატივისცემას და დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პროგრესი შეაჩერა.
რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საქართველომ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეს, გნივრული ეკონომიკური პოლიტიკის და კარგი ბიზნეს გარემოს წყალობით. მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები საგარეო კონკურენტუნარიანობის და გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.
იმისათვის, რომ გამყარდეს ქვეყნის უნარი ევროკავშირში კონკურენტულ ზეწოლას გაუძლოს, საქართველომ უნდა გააძლიეროს მისი ადამიანური კაპიტალი, კერძოდ განათლების რეფორმის გზით, რათა უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის არსებული უნარები და ინოვაციურობა, გააძლიეროს ფიზიკური ინფრასტრუქტურა, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების ჩათვლით.
ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, და წვდომა წარმოება–გასაღების გლობალურ ჯაჭვებთან. რაც შეეხება წევრობის ვალდებულებების შესრულების უნარს, საქართველო 2016 წლიდან მუშაობს ასოცირების შეთანხმების რეალიზაციაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. ეს შეთანხმებები უკვე მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო მოცულობას. საქართველო თანდათანობით მიუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობის არსებით ელემენტებს ბევრ თავში.
მას მთლიანობაში რეალიზაციის დადებითი გამოცდილება აქვს, თუმცა ზოგიერთ სექტორში ქვეყანა უფრო განვითარებულია, ვიდრე დანარჩენებში. მთლიანობაში საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი შემდგომი გათანაბრებისთვის.
დასკვნა და რეკომენდაციები: ამიტომ, კომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს მისცეს საქართველოს შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის წევრი. კომისია გასცემს რეკომენდაციას მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება შემდეგი პრიორიტეტები, ყველა ეს ზომა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. :
- გადაწყდება პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით.
- გარანტირებულ იქნება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება, გამყარდება მათი დამოუკიდებელი და ეფქტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები.
- საარჩევნო ბაზის შემდგომი სრულყოფა, ყველა პრობლემის აღმოფხვრა, რომლებიც ეუთო/ოდირმა და ევროსაბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა ამ პროცესებში. მიღებულ იქნება და რეალიზდება სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგია და მოქმედების გეგმა 2021 წლის პერიოდის შემდეგ, ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციების პროცესის შედეგად.
- უზრუნველყოფილ იქნება სრული და ნამდვილი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში. ასევე მოხდება ძალაუფლების დანაწილება, კერძოდ უზრუნველყოფილ იქნება შესაბამისი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება ყველა სასამართლო და საპროკურორო დაწესებულებებში, კერძოდ , უმაღლეს სასამართლოში და აღმოფხვრილ იქნება ნებისმიერი გამოვლენილი პრობლემა, მათ შორის ყველა დონის მოსამართლეების და გენერალური პროკურორის დანიშვნაში.
- ჩატარდება ძირეული რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაინიშნება საბჭოს დანარჩენი წევრები.
- უნდა გაძლიერდეს კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა საკვანძო ფუნქციას კორფციასთან ბრძოლაში, კერძოდ, კორუფციის საქმეების მკაცრ განხილვას უმაღლეს დონეზე. უნდა შეიქმნას ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური, რომლებიც შეესაბამება მათ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
- რეალიზდეს “დეოლიგარქიზაციისადმი“ ერთგულება, აღმოიფხვრას ანგარებითი ინტერესების უკიდურესი გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
- შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. “სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს”. ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს
- სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს
- ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში “ყველა დონეზე”
- მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, “პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები”
- ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.