რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ თანხის სწრაფად მიღება დაგჭირდათ

სესხის აღება საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, რომელსაც უამრავი ადამიანი
მიმართავს. დღეს ყველაზე კომფორტულად და სწრაფად შეგიძლიათ ისარგებლოთ
აღნიშნული სერვისით. საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როდესაც ძალიან გჭირდებათ
თანხა.

ხშირად გვქონია შემთხვევები, როცა რაიმეს ყიდვა გვსურს. მაგალითად, ტექნიკის
მაღაზიაში ტელევიზორები დაათვალიერეთ და გაგიჩნდათ სურვილი, რომ რომელიმე
მოდელი შეგეძინათ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საკმარისი ფინანსური რესურსი არ
გაგაჩნიათ. სწრაფი სესხის მეშვეობით სულ რაღაც რამდენიმე წუთში თანხა პირდაპირ
თქვენს ანგარიშზე აისახება. თუ, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპს წარმატებით გაივლით.
კრედიტორ კომპანიასა და მსესხებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელსაც ორივე
მხარე სესხის დაფარვამდე ემორჩილება. იწერება სპეციალურად განრიგი, რის
მიხედვითაც თქვენ მოგიწევთ აღებული თანხის დაფარვა. თუ ვერ გადაიხდით თანხას,
ამ შემთხვევაში გაქვთ უფლება გადაავადოთ გადახდის თარიღი. მაგრამ, ასევე უნდა
გაითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ასეთ სიტუაციას მოყვება. პირველ
რიგში, ეს ყოველივე აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაში. დარღვევის შემთხვევაში,
ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს, რაც მომავალში ნებისმიერი ტიპის სესხის აღებაში
ხელს შეგიშლით.

თუ თანხას ვერ გადაიხდით დათქმულ დროს, დაგეკისრებათ ჯარიმა. ზოგადად, სანამ
სესხს აიღებთ ყველა პირობას კარგად უნდა გაეცნოთ. წინასწარ უნდა იცოდეთ მსგავს
სიტუაციაში რა თანხის გადახდა მოგიწევთ ზედმეტად, რათა თქვენთვის მოულოდნელი
არ იყოს.

როგორ ხდება სწრაფი სესხის აღება:

 თავდაპირველად უნდა შეარჩიოთ კრედიტორი კომპანია, რომლისგანაც გსურთ
თანხის მიღება;
 თუ დარწმუნდებით თქვენს გადაწყვეტილებაში, შემდეგ უკვე საჭიროა
რეგისტრაციის გავლა;
 პირადი მონაცემების სწორად შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში
პრობლემა შეგექმნებათ და შესაძლოა სესხი არ დაგიმტკიცდეთ;
 საბოლოოდ, დაელოდებით კრედიტორი კომპანიისგან პასუხს;
 დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა მომენტალურად აგესახებათ თქვენს
ანგარიშზე;

სესხის აღებამდე კარგად გაიაზრეთ მისი მიზნობრიობა. გჭირდებათ თუ არა ის თანხა,
რომელსაც იღებთ. შესაძლოა, მარტივად უყურებდეთ ამ პროცესს, მაგრამ აღებულ
თანხას აუცილებლად სჭირდება გადახდა, თანაც დაწესებულ დროს.

ყველაზე კარგი ვარიანტია რამდენიმე კრედიტორ კომპანიასთან ერთდროულად
კომუნიკაცია. ეს დაგეხმარებათ მარტივად შეაფასოთ და შეადაროთ ერთმანეთს ყველა
მათგანი. ყურადღებით წაიკითხეთ მათ მიერ შემოთავაზებული პირობები და შემდეგ
მიიღეთ გადაწყვეტილება.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი:

 იპოთეკა;
 განვადება;
 სამომხმარებლო სესხი;
 ავტოსესხი;

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სესხს ბევრი კომპანია გასცემს,
გადაწყვეტილის მიღება ადვილი არ არის. სწორედ, ასეთ შემთხვევაში თქვენ
დაგეხმარებათ Finpanda. პლატფორმაზე იპოვით ორგანიზაციების შემოთავაზებებსა და
პირობებს, რაც გაგიმარტივებთ საქმეს.

თანხის მიღების შემდეგ, შეგეძლებათ ის საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოთ –
შეიძინოთ ნაძვის ხე საახალწლოდ ან აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისათვის.

ფასიანი განთავსება