რა უნდა ვიცოდეთ Covid ვაქცინების შესახებ? – ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინის შესახებ? – ვაქცინა ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადამიანებისა და ცხოველების აქტიური იმუნიზაციისათვის დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით. საქართველოში, უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო, ვაქცინაციის პროცესი, თუმცა ბოლო პერიოდში შექმნილმა გაურკვეველმა მდგომარეობამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით განაპირობა საზოგადოების უნდობლობა.  გთავაზობთ, ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს, რომელიც აუცილებლად უნდა  იცოდეთ, სანამ ვაქცინას გაიკეთებთ. ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, დავამარცხოთ ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოწვევა კორონავირუსის პანდემია.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინის პირველი დოზის მიღების პროცესი? 

როგორც წესი, აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა ვაქცინაციის ცენტრში. სრული პროცესი გრძელდება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რაც მოიცავს, აცრის შემდგომ 15-39 წუთის მანძილზე მოცდას, რასაც აკვირდებიან ექიმები.

რა განსხვავებებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებს შორის? რა უნდა ვიცოდეთ დერმალური ფილერებისა და ფაიზერის ვაქცინის შესახებ

ორივე ვაქცინა ერთნაირად, 95%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ორივე ვაქცინა, შეიცავს, პოლიეთილენ გლიკოლს რომელიც, შესაძლოა შევიდეს რეაქციაში დერმალურ ფილერთან.

Moderna-ს შემთხვევაში, მსოფლიოში გვაქვს მხოლოდ 3 შემთხვევა, როდესაც ვაქცინა რეაქციაში შევიდა ფილერთან და ქალბატონებს ფილერის ინექციის ადგილას შეშუპება განუვითარდათ. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა სერიოზული და არ მოჰყოლია გართულება. ანალოგიური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში. ასევე, განსხვავებულია ვაქცინის მეორე დოზების მიღების შუალედი, Pfizer-ის შემთხვევაში ესაა 21 დღე, ხოლო Moderna-ს ვაქცინა კეთდება 28 დღის შუალედით. 

არის თუ არა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გვერდითი ეფექტების რისკის მატარებელი?

ადამიანთა დიდ ნაწილს, არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს აცრაზე. თუმცა, ზოგადად, ნებისმიერი იმუნიზაციით გამოწვეული გვერდითი მოვლენებია: ლოკალური, როგორიცაა აცრის უბანზე ანთება (შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, სიმხურვალე) და/ან სისტემური – სიცხე, საერთო სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი, შემცივნებები და სხვა. ეს გვერდითი მოვლენები, შეიძლება ახლავდეს ნებისმიერ ვაქცინას, და არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილილი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემდეგ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვაქცინა არაეფექტურია. ეს არის ბუნებრივი ვაქცინაციის პროცესში.

იმუნიზაციის, სერიოზული გვერდითი მოვლენაა ანაფილაქსური შოკი, რომელიც ვითარდება
ვაქცინაციიდან მოკლე დროში და შეიძლება ადამიანის გარდაცვალების მიზეზიც
გახდეს. ანაფილაქსური შოკის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი უსაფუძვლოა ეჭვის შეტანა ვაქცინაში, რადგან ანაფლიქსური შოკი საკმაოდ იშვიათი გვერდითი მოველნაა და შესაძლოა ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაფიქსირდეს და არა მხოლოდ Astrazeneca-ს შემთხვევაში. 

იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება რომელიც უნდა აიცრას, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იღებს მედიკამენტებს, კარგი იქნება თუ  ვაქცინაციამდე დაურეკავს პირად ექიმს, იმის გასარკვევად რომ ხომ არ იღებს პიროვნება ისეთ მედიკამენტს რომელმაც შესაძლოა ოდნავი გართულება გამოიწვიოს.

რამდენად დაცული ვარ ვაქცინაციის შემდეგ? 

ექიმების აზრით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ადამიანი გარკვეულწილად დაცულია ინფიცირებისგან, თუმცა, აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად.

რა ხდება მას შემდეგ, რაც აიცრებით კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით?

აცრის შემდეგ, ალერგიულ რეაქციებზე დაკვირვების მიზნით, 15-30 წუთს გაატარებთ ვაქცინაციის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რაც იშვიათი შემთხვევაა.

რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ვაქცინამ დაიცვას ორგანიზმი? 

ორგანიზმს სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ გამოიმუშავოს ანტისხეულები, რომელიც შემდგომში გვიცავს ინფიცირებისგან. სრულყოფილად არაა დაცული ადამიანი სანამ არ გავა 1-2 კვირა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.

უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე აცრის შემდეგ?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე.

შეიძლება თუ არა ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალკოჰოლის მიღება? 

არა. ვაქცინაციიდან 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება

თუ უკვე ჰქონდა ადმაიანს COVID-19, მაინც უნდა გაიკეთოს ვაქცინა?

დიახ. მსოფლიოში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ადამიანს მეორედ დაუდასტურდა კორონავირუსი. ასევე არ არის ცნობილი რამდენ ხანს არის ადამიანი დაცული ვირუსისგან.

ამ ეტაპზე სარეგისტრაციო ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge ვაქცინის არჩევა შეუძლებელია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ასაცრელად დარეგისტრირება შეუძლიათ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც. საქართველოში 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ ყველა ადამიანი შესაბამის  ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს.