უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ჰკითხა, რა არის მისთვის “განათლების მისია”.
“მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და ზოგადად, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით… ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ, რათა მთლიანად განათლების რეფორმის შედეგად მივიღოთ ის, რაც გვსურს, რაც ალბათ მნიშვნელოვანია. ეს მაინტერესებს”,– თქვა ამილახვარმა.
მანვე გახარიას ჰკითხა, არსებობს თუ არა გეგმა “განათლების ექსპორტთან” დაკავშირებით.