“ვაქცინაცია არის პირდაპირი და ერთადერთი გზა პანდემიის დაძლევისთვის, ახალი შემთხვევების შემცირების. რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, ან კიდევ რა არგუმენტების სჭირდებათ მათ, რომ უარი თქვან ანტივაქსერობაზე?! კიდევ რა არგუმენტები დარჩათ, რომ გააგრძელონ ანტივაქსერის პოზიციაზე ყოფნა?!

თუკი ეს ადამიანები არ შეიცვლიან პოზიციას, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ისინი ანტივაქსერები კი არ არიან, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები არიან და შეგნებულად და გამიზნულად ცდილობენ შექმნან ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა”

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “იმედთან” საუბრისას.