”რა უქენით ღარიბაშვილს ისეთი გიჟები თუ გეძახათ” – მამუკა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გიჟების დაძახებაზე ხუმრობს და ამბობს, რომ პოლიტიკოსებისთვის ჟურნალისტებთან გამკლავება რთულია და მსგავსი რეპლიკა ადამიანურია.
“რა უქენით ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი გიჟები რო გეძახათ, მართლა არ ვიცი, რეალურია ეს? გიჟები ხართო ასე გითხრათ? წარმოუდგენელი ამბავი ხდება ყოველდღიურად, ძალიან რთულია ადამიანურად და ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ირაკლიც, მეც და ვინც ყოველდღიურად ტელეკამერების წინ ვდგავართ, როდესაც ერთ რამეს ეტყვი, ერთი რამე ხდება და მეორე რამეს აცხადებთ ყოველდღიურად და როდესაც პრაქტიკულად თავდასხმა ხდება ხოლმე, მიკროფონები სახეში და თავში ხვდებათ რესპოდენტებს ძნელია რაღაც ფრაზით არ აღნიშნო, მე ახლა არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, მაგრამ ეს არის ის ჩვენი ყოველდღიურობა, რომლის ატანაც გვიწევს სამწუხაროდ” – აცხადებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე