რა ფორმითაც მოგაწოდეს მასალები, იმ ფორმით მიაწოდეთ პროკურატურას – სუბარი TV პირველს

ქართული ოცნების დეპუტატი ტვ პირველს მოუწოდებს, აუდიოჩანაწერები პროკურატურას იმ ფორმით მიაწოდოს, რა ფორმითაც მათ წყარომ მიაწოდა.

“რაც შეეხება ძალით შეჭრას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმება. რადგან გამოძიება დაიწყო და გამოძიებას ითხოვდით თქვენც და ოპოზიციური სპექტრიც, კარგი იქნება თანამშრომლობა. სხვანაირად გამოძიება ფაქტებისა და მასალების გარეშე არ არსებობს. არ არსებობს რაღაც მასალა? ვერ მიაწვდით იმას, რაც არ გაქვთ. რაც გაქვთ, მიაწოდეთ. მე არ ვიცი, რა ფორმით მოგაწოდეს [აუდიოჩანაწერები], რა ფორმითაც მოგაწოდეს, იმ ფორმით მიაწოდეთ. თუ თქვენ არ იცით წყაროს ვინაობა, ვერავინ ვერ გავა წყაროზე, პროკურატურასაც ვერაფერს ეტყვით”,– თქვა სუბარმა.

სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, განჩინების მიხედვით, მათ შეუძლიათ “გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა”.