“საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რა შეგვიძლია ჩვენ და მერწმუნეთ, რომ ახლა უფრო მეტი იქნება მოთხოვნა, ამიტომ უფრო მეტი ენთუზიაზმით, უფრო მეტი შემართებით 24-საათიან რეჟიმზე უნდა ვიყოთ. მაქსიმალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაქსიმალური კომუნიკაცია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, არცერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. შეიძლება იყოს ისეთი თემები, რომელსაც რაიონული გამგეობა ვერ წყვეტს, მაგრამ იმისთვის ვართ მერია და შესაბამისი სამსახურები, რომ დაგეხმაროთ”
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების წარდგენისას.