„სამწუხაროდ, სანქციები ძირითად შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მცირედ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული [სანქციები] მიმართული. გენერალურმა პროკურორმა, პირობითად, უნდა გამოიძიოს, მათ შორის, „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება. თუ ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება ეს სანქცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა. ამ შემთხვევაში კითხვას ვსვამთ – რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ ითხოვს პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან,“

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.