მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან:
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება:
• მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქიცონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება:
• მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
აჭარაში:
- პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
- სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.
1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება
ძალაში რჩება:
• 1 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
- თბილისში, რუსთავასა და ქუთაისში სკოლების და ტრანსპორტისა და სკოლების აკრძალვა 1 მარტამდე ძალაში რჩება.
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლამდე დაკეტილი რჩება.
• ძალაში რჩება ყველა შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზე.
- საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.
• ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
• აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
• ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.
• ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
• კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
• ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება..