რა შეზღუდვები იხსნება უახლოეს დღეებში – ნახეთ სრული ჩამონათვალი

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

რა შეზღუდვები იხსნება უახლოეს დღეებში :

 

  • ხვალიდან, 25 თებერვლიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება;

 

  • ხვალიდან, 25 თებერვლიდან, გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე;

 

  • 8 მარტიდან, გაიხსნება  სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები ;

 

  • ბათუმში 1 მარტიდან, შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება;

 

  • რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

 

  • 1 მარტიდან, კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

 

  • 15 მარტიდან, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ განსაზღვრული;

 

  • 1 მარტიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ,  2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

 

  • 1 მარტიდან, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას, 15 მარტიდან;

 

  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;

 

  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

 

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

 

  • 8 მარტიდან, მუშაობას განაახლებენ არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები; 
  •  ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.