15 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი იწყება. ხვალიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით:
- მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუმცა მშობლებს ექნებათ უფლება, ბავშვები დისტანციურ რეჟიმში დატოვონ.
- კვების ობიექტებს და რესტორნებს უფლება მიეცემათ, კლიენტები ღია სივრცეში მიიღონ. მათ შაბათ–კვირას ფუნქციონირების უფლება არ ექნებათ.
გარდა ამისა, ხვალიდან მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე. კერძოდ, წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება და ის 20 ლარის ნაცვლად, 40 ლარი იქნება.