საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება:
- იხსნება საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
- მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
- გაიხსნება ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას;
კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
გარკვეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება 8 და 15 მარტიდანაც.







![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)







