საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება.
- საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები;
ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, 8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, ხოლო მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო სამუშაოების გამო მგზავრებს 3 თვე ვერ მოემსახურება.
- სრულად გაიხსნა ბაზრობები.
შეზღუდვები რომლებიც მოიხსნება შემდეგი კვირიდან:
- 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
- 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.
შეზღუდვები ისევ მხოლოდ სამუშაო დღეებში იხსნება და შაბათ-კვირას ძალაში რჩება. არ მოხსნილა კომენდანტის საათიც.