რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება.

  • საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები;

ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, 8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, ხოლო მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო სამუშაოების გამო მგზავრებს 3 თვე ვერ მოემსახურება.

  • სრულად გაიხსნა ბაზრობები.

შეზღუდვები რომლებიც მოიხსნება შემდეგი კვირიდან:

  • 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.

შეზღუდვები ისევ მხოლოდ სამუშაო დღეებში იხსნება და შაბათ-კვირას ძალაში რჩება. არ მოხსნილა კომენდანტის საათიც.