რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

ხვალიდან, 11 მაისიდან ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მეორე ეტაპზე გადადის. 7 მაისს გახარიამ მორიგი პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

  • სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში და გაუქმდება ყველა შეზღუდვები შესვლაზე და გასვლაზე;
  •  გაისხნება ყველა სახის წარმოება;
  • ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. (არ ეხება მოლებს და ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს);
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
  • ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები;
  • საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი.

ბიზნესები ვალდებულები არიან, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები.

ცნობისთვის, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება 22 მაისამდე.