ხვალიდან, 18 მაისიდან მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული
4 შეზღუდვა იხსნება:
- გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დაცული უნდა იყოს ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია.
- მოიხსნება 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. შეზღუდვა ასევე არ იხსნება ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებაზე.
- ხვალიდან მარნეული გაიხსნება. 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება. შესაბამისად, ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეეძლებათ მუნიციპალიტეტში შესვლა და გასვლა.
- 18 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.