საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გარდა ყველა შეზღუდვა უქმდება.
- 28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.
- უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე.
- ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
- საქართველოს აუცრელ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შემოდიან, თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ.