რა შეზღუდვები უქმდება და რჩება ქვეყანაში – სრულად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გარდა ყველა შეზღუდვა უქმდება.

  • 28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.
  • უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე.
  • ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
  • საქართველოს აუცრელ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შემოდიან, თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ.