რა შემთხვევაში გაგრძელდება შეზღუდვების მოხსნა

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

ცნობისთვის, გუშინ 8 თებერვალს გაიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები. 1-ლი თებერვლიდან გახსნილია მაღაზიები. თუმცა, შაბათ-კვირას კვლავ სრული ლოკდაუნი მოქმედებს.დღემდე ძალაშია ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან.