რა შემთხვევაში მოეხსნება რუსეთს სანქციები–ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი

გაზეთ Telegraph–ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განმარტა, რა შემთხვევაში მოეხსნება რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული სანქციები. მისი თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ და მოსკოვი დაამტკიცებს, რომ მომავალში უარს იტყვის აგრესიაზე.

“ეს სანქციები მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემდეგ, ასევე იმ ვალდებულების აღების შემდეგ მოხდება, რომ მომავალში აგრესია აღარ იქნება“– თქვა მან

ლიზ ტრასის განცხადებით, თუ აგრესია განახლდება, სანქციები მაშინვე დაბრუნდება

“ეს რეალური ბერკეტია, რომელსაც გამოვიყენებთ“– ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.