რა შემთხვევაში უნდა აიცრან 12 წელს ზემოთ ბავშვები და გამოვიყენოთ ბუსტერ დოზა – იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მხარს უჭერს ჯერ 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების, შემდეგ კი ბუსტერული, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციას.
“12-15 წლის რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტინგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში! 6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია…) ხალხისთვის!
პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროებული”, – წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.