„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თუ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმება შესრულდება. ამის შესახებ ჯაფარიძემ, “პალინატრიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, კი. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.