ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დათანხმდება და პლებისციტს ჩაატარებს, ის პარლამენტში შევა.
“ჩვენ თუ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში წყდება, პოლიტპატიმარი რურუა თავისუფლდება, ვიღებთ ფართო შეთანხმებას პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების დასრულებაზე, ვიღებთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ისეთზე, როგორიც არის არის აუცილებელი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის და ვიღებთ შეთანხმებას, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს პლებისციტის გზით, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს თუ არა, მე სიამოვნებით შევალ პარლამენტში. სიამოვნებით დავუჭერ მხარს ყველანაირ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც დემოკრატიას განამტკიცებს ჩვენს ქვეყანაში”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში.
სამადაშვილის განცხადებით, პლებისციტზე უნდა გავიდეს არა მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, არამედ კონსტიტუციის ახალი მოდელიც.