დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა აუცილებელი ხდება.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების ტარება აუცილებლად. მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, გვესმის, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა”, – განაცხადა იმნაძემ.
“სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.