ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზღვის სანაპირო ზოლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ისინი ეხება როგორც დამსვენებლებს, ისე ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს და სავაჭრო ობიექტებს.
- პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა.
- უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში.
ვალდებულებები საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის (საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა, სკუტერი, ველოსიპედი და სხვ)
- უზრუნველყავით დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების შემთვევაში აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
- უზრუნველყავით დასაქმებულები სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით;
- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარისსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელთამანები;
- დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე);
- აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;
- წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით;
- დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის
- ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით;
- სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
- სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.
დამლაგებლის ეკიპირებისა ასეთი უნდა იყოს: ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი), თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
დასაქმებულთა ვალდებულებები:
- დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
- სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
- ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
- გამოიყენეთ სულ მცირე 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:
- დაიცავით ამ რეკომედაციით განსაზღვრული და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები.
- დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი.
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.